Accentnews.ge
"ძლიერმა საქართველომ" საარჩევნო გეგმა წარადგინა

"ძლიერმა საქართველომ" საარჩევნო გეგმა წარადგინა

05/09/2024 18:20:28 პოლიტიკა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საარჩევნო პროგრამა, "ილიას გზა".

პრეზენტაცია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა.

"რუსული ოკუპაციისგან, რუსული გავლენისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა. გვაქვს 9 რეფორმა, როგორ უნდა გავერთიანდეთ სწრაფად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში - ეს ეხება ვიზების შემოღებას, ფრენების რეგულირებას, ჩვენი მიწების რუსებზე გაყიდვის აკრძლავას;

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, შევქმნათ ამ ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილი. რომელიც ამ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. გვაქვს გაწერილი გეგმა, როგორ ავაყვავებთ პროექტებს, როგორიცაა ანაკლია. ჩვენ ამ პროექტს დავძრავთ და ავაშენებთ;

1000 ლარიანი პენსია - ვინმეს არ ეგონოს წინასაარჩევნო დაპირება - ესაა კონკრეტული დეტალური გეგმა იმისა, რომ ჩვენს პენსიონერებს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, დედებს და მამებს მივცეთ ელემენტარული საშუალება იმისა, რომ სიბერე ჰქონდეთ უზრუნველყოფილი. ამას გავაკეთებთ ყოველწლიური ინდექსაციით და იმ საშუალებებით, რაც არსებობს კორუფციის პირობებში, აზარტული თამაშების დაუბეგრავ ბიზნესში",- თქვა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

ღირსეული სამუშაო ანაზღაურების შესახებ ანა დოლიძემ ისაუბრა:

"ჩვენი გეგმის აუცილებელი ნაწილია ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება, ის, რომ საქართველოში არავინ იმუშაოს მონურ ხელფასზე. 150 000 ადამიანი დღეს ცხოვრობს თვეში 500 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებაზე. ევროპული გეზისთვის ეს მიუღებელია. ჩვენ შევქმნით ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ყველა ქვეყანაშია ევროკავშირში - ესაა საცხოვრებელი, ღირსეული მინიმალური ხელფასი, ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ბიზნესთან ერთად. ბიზნესის ხელშეწყობით, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობით, აქ ინვესტორების ჩამოყვანით", - თქვა ანა დოლიძემ და დაამატა, რომ მათი გეგმით, მათ შორის, კაზინოების დაბეგვრით შექმნილი დოვლათი გადანაწილდება ისე, რომ "არც ერთი ბავშვი საქართველოში მშიერი არ დარჩება".

"თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ თქვა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აქვთ:

"ინსტიტუციური ცვლილებები, დემოკრატიის თავისუფლების მაღალი ხარისხის, კარგი არჩევნების, კანონმდებლობის დახვეწისა და მიღების გარეშე ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით. ჩვენ ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებას, რომ არსებობდეს სპეციალური სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ვალდებული იქნება, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე კოორდინატორის და ლიდერის ფუნქციით; ვაჭრობის, ექსპორტის ზრდა ევროკავშირთან - გვექნება შესაძლებლობა ნაკლებად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე, გავხდეთ უფრო ძლიერები, უსაფრთხო სახელმწიფო, სწრაფად განვითარებული სახელმწიფო, თავი დავაღწიოთ ჰიბრიდული დემოკრატიის და განვითარებადი სახელმწიფოების რიგს. ახალგაზრდების მობილობის გაძლიერება - ვგეგმავთ გავახუთმაგოთ გავცლითი პროგრამების ევროკავშირთან და ავამოქმედოთ პირდაპირი ფრენები ბევრ ევროპულ დედაქალაქში", - თქვა ლევან ცუცქირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S