კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის მიწოდებას გეგმავს

06-09-2024 10:32:16 მსოფლიო

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას გეგმავს, - ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა განაცხადა CBC News-თან.

მინისტრმა დააზუსტა, რომ რაკეტების მიწოდება 2025 წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანადა აშშ-ის შეკვეთას NASAMS-ის 10 კომპლექსის წარმოებისთვის გასულ წელს შეუერთდა. მწარმოებელი არის კომპანია Raytheon, რომელიც NASAMS სისტემების 2024 წლის ბოლომდე მიწოდების დაპირებას იძლევა.

„ჩვენი სისტემები ჩაირთვება ამ ტრანშში და ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გავაგზავნით უკრაინაში“, - აღნიშნა ბილ ბლერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები