Accentnews.ge
ჰააგის პროკურორი - პუტინზე: ისტორიამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც წარსულში დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, საბრალდებო სკამებზე აღმოჩნდნენ

ჰააგის პროკურორი - პუტინზე: ისტორიამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც წარსულში დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, საბრალდებო სკამებზე აღმოჩნდნენ

06/09/2024 07:42:38 მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა BBC-სთან ინტერვიუში რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის სასამართლოს წინაშე წარდგენის პერსპექტივაზე ისაუბრა. მანამდე ვლადიმირ პუტინი რომის სტატუტის ხელმომწერ მონღოლეთში იმყოფებოდა. მონღოლეთში განმარტეს, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო ვერ შეასრულებენ ჰააგის სასამართლოს ორდერის მოთხოვნებს.

მან თქვა, რომ ისტორიამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც წარსულში დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, საბრალდებო სკამებზე აღმოჩნდნენ:

„ხალხი იცინოდა, როდესაც საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის კარაჯიჩისა და მლადიჩის დაპატიმრების ორდერებს ითხოვდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მილოშევიჩზე, ასევე როდესაც სიერა ლეონეს სპეციალურმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ჩარლზ ტეილორის დაპატიმრების ორდერი გასცა, მაგრამ როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ადამიანები, რომლებსაც წარსულში დიდი ძალაუფლება ჰქონდათ თავიანთ ქვეყანაში და რეგიონში, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ. არსებობს მაგალითები, რომ თუ ვინმე აკეთებს იმას, რაც მოეპრიანება, იყენებს ძალაუფლებას, რომელიც არ შემოიფარგლება უმაღლესი პასუხისმგებლობით, მისი მანევრირების სივრცე ვიწროვდება“.

მან თქვა, რომ მონღოლეთს მოუწევს ახსნას, რატომ უგულებელყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი და რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი სასამართლოს დონეზე:" მოსამართლეებს შეუძლიათ თავიანთი რეკომენდაციები გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის არარსებობა გამოვლინდება, მაგრამ არ მინდა წინასწარ ვიმსჯელო, რადგან ეს საკითხი ახლა მოსამართლეებსა და მონღოლეთის მთავრობას შორის წყდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S