Accentnews.ge
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები

06/09/2024 10:15:56 მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი სერხი ლისაკი ავრცელებს.

იუწყებიან, რომ დაშავებულთა შორის 11 და 4 წლის ორი ბიჭი და 9 წლის გოგო არიან.

გუბერნატორის განცხადებით, საავადმყოფოში გადაყვანილი ორი მაცხოვრებლის მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქში რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა, შედეგად მაღალსართულიან კორპუსში მდებარე ბინას ცეცხლი გაუჩნდა.

იუწყებიან, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს და ხუთი ადამიანი გადაარჩინეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S