
პენტაგონმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა
06/09/2024 10:52:52 მსოფლიო
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, "რამშტაინის" ბაზაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავიდა, თქვა, რომ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებით დახმარებას გამოაცხადებს. ამის შესახებ RBC-Ukraine იუწყება.
ოსტინს არ დაუკონკრეტებია, რა შედის ამერიკის დახმარების ახალ პაკეტში.
ზელენსკი პირველად შეუერთდა თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დასავლეთ გერმანიაში, "რამშტაინის" ავიაბაზაზე, აღნიშნავს Reuters.