Accentnews.ge
"შემოვაბრუნეთ თამაში" - ზელენსკიმ "რამშტაინის" ბაზაზე კურსკის ოპერაციაზე ისაუბრა

"შემოვაბრუნეთ თამაში" - ზელენსკიმ "რამშტაინის" ბაზაზე კურსკის ოპერაციაზე ისაუბრა

06/09/2024 11:00:43 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსული კურსკის რეგიონის 1,3 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ მან უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ნატოს "რამშტაინის" საავიაციო ბაზაზე იმართება გერმანიაში.

„ეს მოიცავს 100 თემს. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსმა სამხედროებმა მიატოვეს. ისინი უბრალოდ გაიქცნენ, როდესაც დაინახეს ჩვენი ჯარის მიახლოება. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენმა ჯარებმა აიღეს კონტროლის ქვეშ ბრძოლის დროს“, - ციტირებს ზელენსკის "ინტერფაქს-უკრაინა".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ვლადივოსტოკში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა „დაასტაბილურეს სიტუაცია“ კურსკის რეგიონში და დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების „ეტაპობრივად განდევნა“ რუსეთის ტერიტორიიდან.

ზელენსკიმ ასევე თქვა "რამშტაინის" ბაზაზე, რომ რუსეთი ამზადებდა თავდასხმას სუმის რეგიონზე კურსკის რეგიონიდან. მანამდე ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ალექსანდრ სირსკიმ ისაუბრა.

„დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაციის დაწყებიდან. ეს ის საზღვარია, საიდანაც პუტინი ომის გასავრცელებლად ემზადებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. ის ემზადებოდა ახალი შეტევის დასაწყებად ჩვენი ქალაქის - სუმის წინააღმდეგ. ჩვენ შემოვაბრუნეთ თამაში და ჩვენი კონტრშეტევის წყალობით, ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაგვაქვს“, - ციტირებს მის სიტყვებს "უკრაინსკა პრავდა".

ზელენსკიმ ასევე გამოაცხადა რუსული არმიის მძიმე დანაკარგები კურსკის რეგიონში: "კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის პირველი თვის განმავლობაში დაახლოებით 6 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S