Accentnews.ge
უკრაინის გენპროკურატურა ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების სიკვდილით დასჯის 28 საქმეს იძიებს

უკრაინის გენპროკურატურა ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების სიკვდილით დასჯის 28 საქმეს იძიებს

06/09/2024 14:29:48 მსოფლიო

უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის 28 ეპიზოდს იძიებენ, განუცხადა CNN-ს ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა. მისი თქმით, ჯამში დახვრიტეს 62 ადამიანი.

არხის წყაროებმა უკრაინის დაზვერვიდან მიაწოდეს 15 ამგვარი შემთხვევის სია, რომლებიც მოხდა 2023 წლის ნოემბრის შემდეგ. მათი უმეტესობა დასტურდება დრონებით გადაღებული ვიდეოკადრებით, ასევე აუდიოჩანაწერებით.

როგორც CNN აღნიშნავს, რუსული არმიის „დაუნდობლად სასტიკი ტაქტიკა“ ასახულია დონეცკის ოლქის პოკროვსკის მახლობლად დრონის მიერ გადაღებულ კადრებში. ვიდეოში სამი ჯარისკაცი გამოდის სამალავიდან, ისინი დგებიან მუხლებზე და ხელებს თავებზე იწყობენ. რამდენიმე წამის შემდეგ ისინი პირქვე ეცემიან.

ცნობილია, რომ შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა. კერძოდ, ამის შესახებ დონეცკის ოლქის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია - კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სახლის სარდაფიდან ხელები აწეული გამოდიან, ისინი მიწაზე დააწვინეს პირქვე, რის შემდეგაც დახოცეს ზურგის არეში სროლით.

მეორე ვიდეო, რომელიც უკრაინულმა დაზვერვამ CNN-ს მიაწოდა, გადაიღეს 2024 წლის მაისში ზაპოროჟიეს რაიონში, სოფელ რაბოტინოს მახლობლად. მასზე ნაჩვენებია სამი ჯარისკაცი, რომლებიც გამოდიან თხრილიდან და პირქვე წვებიან დუგუტის აღების შემდეგ. შემდეგ, როგორც აუდიოჩანაწერი მოწმობს, რუსი მეთაური მეტსახელად, „თურქი“ თავის ქვეშევრდომს - „მალაიას“ უბრძანებს ტყვეების დახოცვას.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯების საკითხებში მორის ტიდბოლ-ბინსი მაისში ეწვია უკრაინას, რათა შეესწავლა შეტყობინებები სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შესახებ. CNN-ის წყარომ, რომელმაც იცის გაეროს გამოძიების შესახებ, აღნიშნა, რომ ზოგიერთი საქმე ორგანიზაციის გამოძიების საგანი იყო.

„ეს მკვლელობები ინდივიდუალურად არის ომის დანაშაულები, მაგრამ ერთობლივად ისინი შეიძლება გაიგივდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან“, - განაცხადა არხის თანამოსაუბრემ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ CNN-ის მოთხოვნას არ უპასუხა.

2023 წლის მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში წარმოადგინა მოხსენება, რომელიც შეიცავდა მონაცემებს 25 რუსი და 15 უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობის შესახებ. სამხედრო პერსონალის მკვლელობა, რომელმაც იარაღი დაყარა, არღვევს ჟენევის კონვენციის მესამე მუხლს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S