Accentnews.ge
ნიდერლანდები უკრაინას 80 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 80 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

06/09/2024 16:08:19 მსოფლიო

ნიდერლანდები უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც ძირითადად F-16 ავიაგამანადგურებლებს მოიცავს - განცხადება ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრაზე გააკეთა.

აგვისტოში უკრაინამ ნიდერლანდებისგან უკვე მიიღო დაპირებული F-16-ების პირველი პარტია, თუმცა რამდენი, ამასზე კონკრეტული ცონბები არ გავრცელებულა.

კიევი ასევე მიიღებს სათადარიგო ნაწილებსა და მასალებს სწორედ F-16-ებისთვის, გენერატორებს, მცირე ზომის მანქანებს და სხვადასხვა საჭირო ხელსაწყოებს შეიარაღების შესაკეთებლად.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამხედრო დახმარების დეტალები არც ამჯერად კონკრეტდება.

ბერლინი კიევს 77 "Leopard 1A5"-ს და 12 Panzerhaubitze 2000 -ს მიაწვდის

აშშ-მა უკრაინისთვის $250 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S