
ზელენსკი იტალიაში ჩავიდა
06/09/2024 19:05:49 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა.
იტალიური Rai News-ის ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” გამოვა.
ასევე, პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან.
6 სექტემბერს ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც პირველად დაესწრო „რამშტაინის“ ბაზაზე უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) სხდომას. მან შორი დისტანციის რაკეტები და რუსეთის სირღმეში დასავლური იარაღით სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის უფლება მოითხოვა. ზელენსკი პირისპირ შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.