
ესპანეთი უკრაინას HAWK-ს გადასცემს
06/09/2024 19:25:43 მსოფლიო
ესპანეთი უკრაინას HAWK-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის სრულ ბატარეას - ექვსი სარაკეტო გამშვებით მიაწვდის, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრისას.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სისტემა უკვე პოლონეთშია.
გარდა ამისა, ესპანეთი შეუერთდა IT კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად, რომელსაც ხელმძღვანელობენ ესტონეთი და ლუქსემბურგი და ასევე - საზღვაო კოალიციას, რომელსაც ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ესპანეთს HAWK სისტემისთვის და აღნიშნა, რომ „უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს უდანაშაულო სიცოცხლეების გადარჩენას“.
HAWK არის საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც წარმოებულია აშშ-ში. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ასეთი დანადგარების მიწოდება 2022 წელს დაიწყო.