
უკრაინა: რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ
09/09/2024 05:05:50 მსოფლიო
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოს განცხადებით, უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.
„მეხუთე საჰაერო თავდასხმა კიევზე სექტემბრის დასაწყისიდან. წუხელ რუსეთის არმიამ კვლავ გამოიყენა კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები. დრონები კიევში რამდენიმე ტალღად შემოვიდა“, - განაცხადა პოპკომ.
მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ამასთან, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, ყველა დრონი, რომელიც კიევს ემუქრებოდა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქში ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.