09-09-2024 09:16:18 მსოფლიო
ირანის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა აჰმად ბაჰშაეშ არდესთანიმ აღიარა, რომ რუსეთს მიაწოდეს ირანული ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც მას უკრაინის დასაბომბად სჭირდება. ამის შესახებ მან ირანულ გაზეთ Didban Iran-თან ინტერვიუში განაცხადა.
არდესთანიმ კომენტარი გააკეთა დასავლური მედიის განცხადებებზე რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნის შესახებ და აღნიშნა, რომ "თეირანი იძულებულია, აწარმოოს ბარტერული გაცვლები რუსეთთან მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კერძოდ, სოიასა და ხორბლის იმპორტის შემთხვევაში".
"ბარტერის ნაწილი ითვალისწინებს რაკეტების გაგზავნას, მეორე ნაწილი კი - სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნას რუსეთში", - დასძინა მან.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ბალისტიკური რაკეტების რუსეთში გაგზავნამ შემდგომი სანქციები გამოიწვიოს ირანის წინააღმდეგ, ირანელმა კანონმდებელმა შემდეგი განაცხადა:
მიუხედავად ამ აღიარებისა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა 8 სექტემბერდ IRNA-სთან საუბრისას კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია რუსეთში ბალისტიკური რაკეტების გაგზავნის შესახებ. მან ასევე გაიმეორა, რომ თეირანი „არასდროს ყოფილა კონფლიქტის ნაწილი“, ეწინააღმდეგება ომს და „მხარს უჭერს პოლიტიკურ გადაწყვეტას რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოების მოსაგვარებლად კონფლიქტის დასრულების მიზნით".
ცნობისთვის: 8 სექტემბერს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მა თავის მოკავშირეებს აცნობა, ირანის მიერ რუსეთისთვის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ "თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მას დამანგრეველი შედეგები ექნება უკრაინა-ირანის ურთიერთობებზე".