Accentnews.ge
სირსკი: კურსკის ოპერაცია, მათ შორის პოკროვსკის დაცვაში დაგვეხმარა, სადაც ბოლო 6 დღეა, მტერი არც ერთი მეტრით წინ არ წასულა

სირსკი: კურსკის ოპერაცია, მათ შორის პოკროვსკის დაცვაში დაგვეხმარა, სადაც ბოლო 6 დღეა, მტერი არც ერთი მეტრით წინ არ წასულა

09/09/2024 06:19:47 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ პოკროვსკი არ დაკარგოს.

"კურსკის ოპერაცია, მათ შორის პოკროვსკის დაცვაში დაგვეხმარა, სადაც ბოლო 6 დღეა, მტერი არც ერთი მეტრით წინ არ წასულა", – განაცხადა მან CNN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის სტრატეგია მუშაობს.

„რა თქმა უნდა, მტერმა მოახდინა თავისი ყველაზე გაწვრთნილი ნაწილების კონცენტრირება პოკროვსკის მიმართულებით, მაგრამ ჩვენ მას წავართვით ნაწილების მანევრირებისა და ნაწილების სხვა მიმართულებებიდან გადმოსროლის შესაძლებლობა“, - განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს პოკროვსკიდან ბევრი ჯარისკაცი არ გადაუყვანია, ახლა ოკუპანტებს არ შეუძლიათ თავიანთი რეზერვების ისე მანევრირება, როგორც ადრე.

„პოკროვსკის მიმართულება, ფაქტობრივად, ჩვენთვის ყველაზე პრობლემურია, სხვა მიმართულებებით ვითარება უფრო სტაბილური გახდა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სტრატეგია სწორად იქნა არჩეული და სასურველ შედეგს მოგვიტანს“, -დასძინა მან.

ცნობისთვის: სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში აგვისტოს ბოლოსთვის უკრაინელები უკვე 1294 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 100 დასახლებას აკონტროლებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S