
გაერო: აგვისტოში უკრაინაში რუსული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 184 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
09/09/2024 06:38:15 მსოფლიო
აგვისტოში უკრაინაში რუსული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 184 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 8 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
გაეროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში 856 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
ანგარიშის თანახმად, 184–დან 10 და 856 –დან 84 მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდა.
"აგვისტოში ომის თითქმის ყველა მსხვერპლი დაიღუპა რაკეტებით, ბომბებითა და საარტილერიო დარტყმებით. მხოლოდ ორი ადამიანი აფეთქდა ნაღმებზე", – ნათქვამია დოკუმენტში.
საერთო ჯამში, გაეროს შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 11 743 და დაშავდა 24 614 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.
როგორც მედია იუწყება, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან გაეროს ექსპერტებს არ აქვთ წვდომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქებზე.