
რუსეთი ბელგოროდისა და კურსკის ოლქებზე დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ იუწყება
09/09/2024 09:03:21 მსოფლიო
რუსეთი ბელგოროდისა და კურსკის ოლქებზე დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ იუწყება. ორივე რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. კურსკის ოლქში აგვისტოს დასაწყისიდან მიმდინარეობს უკრაინის სახმელეთო ოპერაციაც.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 9 სექტემბერს დილით ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ბლგოროდის ოლქის ექვს რაიონს, სადაც 20-მდე მრავალბინიანი და კერძო სახლია დაზიანებული და ხანძარი გაუჩნდა საწავავის საცავს.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემრულებლის ალექსეი სმირნოვის თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უკრაინული რაკეტა მოიგერიეს. სმირნოვი შედეგების შესახებ არაფერს იუწყება.