Accentnews.ge
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა

09/09/2024 07:21:18 ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა.

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი - თბილისის - ურუმჩის საჰაერო ხაზზე. კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, SF Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა", – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S