„გინდათ, დაგენიძლაოთ, რომ მალე კიდევ იქნება ასეთი წერილები და შიგ „ფრონტერა“ არ იქნება ნახსენები?“

29-01-2020 23:46:05 ციტატა

„გინდათ, დაგენიძლაოთ, რომ მალე კიდევ იქნება ასეთი წერილები და განცხადებები და შიგ „ფრონტერა“ არ იქნება ნახსენები? ეს იმიტომ კი არა, რომ რამე ვიცი...ერთი კონკრეტული კონგრესმენის გამოსვლაში იყო ნახსენები ფრონტერა, დანარჩენში არა. დანარჩენებში ზოგადად ამერიკულ ბიზნესზე იყო საუბარი. ეს კონგრესმენები მთავარ აქცენტს აკეთებენ ამ ქვეყანაში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე; მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ხალხის აზრი. აღარ უნდათ ჩვენს პარტნიორებს, აქ ნახონ ისეთი პროცესი, როდესაც ხელისუფლების უზურპირება ხდება“

ამის შესახებ დეპუტატმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე სერგი კაპანაძემ კონგრესმენების კრიტიკულ განცხადებებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციონირების შეფასებისას განაცხადა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, რიგი კონგრესმენების პოზიცია ლობიზმით არის განპირობებული და მაგალითად ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები მოჰყავთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები