სენატში, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

09-09-2024 15:58:08 პოლიტიკა

აშშ–ის სენატში, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

მოსმენა სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები" 12 სექტეემბერს გაიმართება.

სენატში გამართულ მოსმენაზე მომხსენებლები იქნებიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური; არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი და აღმასრულებელ დირექტორი და Freedom House-ის მკვლევარი ჩინეთის, ჰონგ კონგისა და ტაივანის საკითხებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები