Accentnews.ge
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება დაუმტკიცა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება დაუმტკიცა

29/01/2020 19:52:38 კონფლიქტები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას ასამბლეის 96 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 44 იყო.

მანამდე გაიმართა ცხარე დებატები. რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა, რომლებიც რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად იყვნენ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების ინიციატორები.

„როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!”, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ.

"მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით აგრესორი სახელმწიფოს უფლებამოსილების რატიფიცირებას...დღეს, როდესაც ჩვენ უნდა ვეძებდეთ უფრო მეტად ეფექტიან და მკაცრ გზას, რათა ვაიძულოთ რუსეთი, დაემორჩილოს საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვბჭობთ რუსეთის უფლებამოსილების რატიფიცირებაზე და ამით ვაძლიერებთ დაუსჯელობის გრძნობას და მომავალში სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მეტი აგრესიული ქმედებების პროვოცირებას ვახდენთ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას მოჰყვა ყირიმის ანექსია. ვინ იქნება შემდეგი? ვიდრე რუსეთი უგულებელყოფს თავისუფალი დემოკრატიების ცივილიზებული თანამეგობრობის თამაშის წესებს, ამ სახლში რუსეთის ადგილი არ არის“,– განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S