09-09-2024 17:14:57 საზოგადოება
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გამოსაზამთრებლად მიგრირებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
უწყების ცნობით, დღეისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 168 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით - 96 057, 05 ჰა ფართობი, მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებულია 122 231 სპეციალური სადგური და 6487 ფერომონიანი დამჭერი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებენ.
"შემოდგომის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს. გამოსაზამთრებლად მიგრირებული მავნებლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოგიწოდებთ", - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.