09-09-2024 20:08:34 საზოგადოება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ "აშშ–მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა".
"გრძელი ტექსტიაო და მოკლედ დავწერ: ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა", - დაწერა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სადგურების შენახვას და მოვლას ვეღარ შეძლებენ.