
რუმინეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის შესახებ კვლავ იუწყება
09/09/2024 17:17:46 მსოფლიო
რუმინეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის შესახებ კვლავ იუწყება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული დრონის ნამსხვრევები ამჯერად სოფელ პერიპრავასთან იპოვეს.
რუმინეთში რუსული დრონების ფრაგმენტები მანამდეც არაერთხელ აღმოაჩინეს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშატბიანი შეჭრის შემდეგ რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები 20-ზე მეტჯერ იქნა აღმოჩენილი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის – რუმინეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში.