
მოსკოვსა და მის შემოგარენზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
10/09/2024 05:08:50 მსოფლიო
მოსკოვსა და მის შემოგარენზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის ქალაქებში: პოდოლსკში, რამენსკოეში, ლიუბერციში, დომოდედოვოსა და კოლომნაში.
"დრონებით შეტევის შედეგად რამენსკოეში ხანძარი გაუჩნდა ორ მრავალბინიან სახლს. დაიღუპა 9 წლის ბავშვი, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა", – აცხადებს გუბერნატორი.
მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის ინფორმაციით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა დედაქალაქის ტროიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლის ტერიტორიაზე და აეროპორტ ჟუკოვსკის რაიონში.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ჟუკოვსკის გარდა, დროებით დახურეს ვნუკოვოს, შერემეტიევოს და დომოდედოვოს აეროპორტებიც.
უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.