
ავსტრიის შსს: მათ, ვისაც გერმანიაში თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან, ჩვენ არ მივიღებთ
10/09/2024 05:17:51 მსოფლიო
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრ გერჰარდ კარნერის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანია თავშესაფარზე უარს ეტყვის, ავსტრია ქვეყანაში არ მიიღებს.
"ჩვენ არ გვაქვს მანევრირების საშუალება. ასეთია კანონი", - განაცხადა კარნერმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა.
მისივე თქმით, ევროპული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, საზღვრიდან უკან არ უნდა დაბრუნდნენ. ეს შეიძლება, მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ევროკავშირის წევრი ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში.
ცნობისთვის: 16 სექტემბრიდან გერმანიის სახმელეთო საზღვრებზე დროებითი კონტროლი დაწესდება. ქვეყნის შსს–ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში მიიღეს.