
სოხუმსა და ცხინვალთან მოსკოვის ურთიერთობების კოორდინირება ვიცე-პრემიერ ხუსნულინს ჩააბარეს
30/01/2020 07:44:16 კონფლიქტები
რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან – სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობებს გაუწევს კოორდინირებას. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. წინა მინისტრთა კაბინეტში სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობებს კოორდინირებას ვიტალი მუტკო უწევდა, რომელიც ახალი მთავრობის შემადგენლობაში ვერ მოხვდა და სახელმწიფო კომპანია «Дом.РФ»-ის გენერალურ დირექტორად დანიშნეს. მანამდე სახელმწიფო სამსახური დატოვა ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისა და უკრაინის ანექსირებული აღმოსავლეთ ნაწილის მიმართ რუსეთის პოლიტიკას კურირებდა.