10-09-2024 18:06:22 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "მოსახლეობამ დემონსტრაციებით მთავრობას უარი უთხრა ამ მიმართულებაზე, ახლა მათ ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცონ".
კითხვაზე, "მმართველმა პარტიამ მაისში მიიღო კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები მეტსახელად „რუსულ კანონს“ უწოდებენ. ეს კანონი ძალაში შევიდა. ხომ არ ვართ საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობის მოწმენი?", პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
"ეს ამაზე მეტია. საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს ტყუილად არ შეერქვა "რუსული კანონი": სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს. საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. მოსახლეობამ გასულ გაზაფხულს, მასობრივი დემონსტრაციებით უარი უთხრა ამ კანონსა და ამ მიმართულებაზე, რომლის თავსმოხვევასაც ცდილობენ. ახლა მათ ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცონ".