„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილიც არიან

10-09-2024 20:20:07 პოლიტიკა

„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში სპორტსმენები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილიც არიან.

ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას განაცხადა.

  • ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:

  1. ბიძინა ივანიშვილი
  2. ირაკლი კობახიძე
  3. ირაკლი ღარიბაშვილი
  4. შალვა პაპუაშვილი
  5. მამუკა მდინარაძე
  6. თეა წულუკიანი
  7. ლაშა ტალახაძე
  8. ვახტანგ თურნავა
  9. მაკა ბოჭორიშვილი
  10. გენო პეტრიაშვილი
  11. სოზარ სუბარი
  12. მარიამ ქვრივიშვილი
  13. ანრი ოხანაშვილი
  14. ნიკოლოზ სამხარაძე
  15. ეკა ჭიჭინაძე
  16. შოთა ბერეკაშვილი
  17. ლევან მახაშვილი
  18. მიხეილ ყაველაშვილი
  19. გიორგი გაბუნია
  20. ლიკა შარტავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები