10-09-2024 21:52:46 ციტატა
„პირველ რიგში, მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა ძალიან ბევრი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო. ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. [...] სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება. უბრალოდ, ახლა დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო, მაგრამ ვრჩები სპორტში, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან, უსაყვარლეს საქმიანობასთან ერთად", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში სპორტსმენები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილიც არიან.
ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას განაცხადა.
ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.