"კალაძეს ჯერ არ უთქვამს, მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?"

30-01-2020 12:28:06 ციტატა

„მე უფრო მაინტერესებს „ქართული ოცნების“ კომენტარები...ბატონო გიორგი, ესეც „ფრონტერაა“ და ესეც ფრონტერასთანაა დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ? როდესაც პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, ცემაზე ლაპარაკობენ? როდესაც არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ?

როგორ შეიძლება, გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს, კამერასთან რაღაც მოიტყუოს და გაიქცეს. ან სად არის კალაძე? არ უთქვამს ჯერ გამოექანონ მთაწმინდიდან სენატორებიო? კლასიკური ანდაზა მახსენდება - უნამუსოებს აფურთხებდნენ და იმათ წვიმა ეგონათო“.

დაინტერესდა „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრის კრიტიკულ წერილზე საუბრობისას.

საქართველოს მთავრობა ბოლო რამდენიმე კვირაა იღებს ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების კრიტიკულ წერილებს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ.ერთ–ერთი ასეთი წერილი დღესაც გამოქვეყნდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები