საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა

10-09-2024 23:35:10 საზოგადოება

საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.

მატჩი ტირანაში მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები