საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით - 1:0 დაამარცხა

11-09-2024 00:38:38 საზოგადოება

"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო.

შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

მატჩის მეორე ნახევარში ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა.

შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა.

მატჩი ტირანაში გაიმართა.

მანამდე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები