Accentnews.ge
ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ერთმანეთი სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულეს

ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ერთმანეთი სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულეს

11/09/2024 05:28:53 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი თვით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატებმა – დემოკრატმა კამალა ჰარისმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა პირველი ტელედებატები გამართეს. ტელეკომპანია ABC News-ის მიერ ორგანიზებული დებატები ფილადელფიაში ადგილობრივი დროით 10 სექტემბრის საღამოს ცხრა საათიდან მიმდინარეობდა.

ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ერთმანეთი სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულეს.

დებატების პირველი ნაწილი ეკონომიკას ეხებოდა. რესპუბლიკელების კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "დემოკრატიული პარტია" "ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში ამერიკული ეკონომიკის დანგრევაში" დაადანაშაულა, კამალა ჰარისს „მარქსისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ "ჰარისის პროგრამა ბაიდენის პროგრამის ასლია".

დემოკრტების კანდიდატმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ შეერთებულ შტატებს დაუტოვა „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდი უმუშევრობა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „შესაძლებლობების ეკონომიკის“ მშენებლობას აპირებს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს. დონალდ ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა დებატების წამყვანის შეკითხვას, სურს თუ არა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. რესპუბლიკელების კანდიდატის პასუხი იყო, რომ ომის შეწყვეტა სურს, რადგან მილიონობით ადამიანი იღუპება.

ჰარისის განცხადებით, აშშ-ის ნატოელი მოკავშირეები მადლიერი არიან, რომ ტრამპი პრეზიდენტი აღარ არის.

ჰარისის თქმით, ტრამპი რომ პრეზიდენტი იყოს, დღეს პუტინი კიევში იჯდებოდა და მზერა მიპყრობილი ექნებოდა დანარჩენი ევროპისკენ. კამალა ჰარისმა ვლადიმირ პუტინს უწოდა დიქტატორი, რომელსაც შეუძლია ტრამპი სადილად შეჭამოს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S