Accentnews.ge
დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან

დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან

11/09/2024 06:28:08 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დღეს კიევს ეწვევიან, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„11 სექტემბერს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გაემგზავრება უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისთან ერთად, სადაც ისინი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ის, თუ როგორ უზრუნველყონ უკრაინის განვითარება სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 12 სექტემბერს ბლინკენი გაემგზავრება პოლონეთში, სადაც შეხვდება პოლონეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S