
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 20 ჩამოვაგდეთ
11/09/2024 06:56:29 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 25 დრონიდან 20 ჩამოაგდეს.
მისი ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის და პოლტავას რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.