
ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ–მინისტრი კიევში ჩავიდნენ
11/09/2024 07:41:00 მსოფლიო
დღეს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ–მინისტრი ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ.
ნაუსედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ისაუბრებს უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე.
თავის მხრივ, სილინამ აღნიშნა, რომ ლატვია უკრაინელ ხალხთან იქნება მათ გამარჯვებამდე და ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.