
მედია: რუსეთში მოზარდებმა აეროდრომზე ვერტმფრენი დაწვეს
11/09/2024 07:53:11 მსოფლიო
ტელეგრამ-არხ "ბაზა"-ს ინფორმაციით, 11 სექტემბრის ღამეს 13 და 14 წლის ორმა ბიჭმა რუსეთში, ნოიაბრსკში აეროდრომზე შეპარვა და მი-8 ტიპის ვერტმფრენის დაწვა შეძლო.
როგორც არხი წერს, მოზარდებმა ვერტმფრენს აალებადი სითხე შეასხეს, შემდეგ ანთებული სიგარეტი გამოიყენეს. აფეთქების შედეგად მოზარდებმა დამწვრობები მიიღეს.
საბოლოოდ, მიმალვის შემდეგ ბიჭებმა სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვერტმფრენი სრულად დაიწვა.
როგორც არხი წერს, სამართალდამცველებთან საუბრის დროს ახალგაზრდებმა თქვეს, რომ მათ 5 მილიონ რუბლს დაპირდნენ. მათ ასევე აღიარეს, რომ რამდენიმე დღის წინ ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის გადამცემი დაწვეს, რისთვისაც 30 000 რუბლი მიიღეს.
"ბაზა" იტყობინება, რომ ბიჭებმა ვერტმფრენის დაწვის დავალება Telegram-ში მიიღეს. ამავე არხის ცნობით, ერთ-ერთი ახალგაზრდის მამა რუსეთის ჯარში მსახურობს და ამჟამად უკრაინაშია.