Accentnews.ge
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

11/09/2024 08:56:16 მსოფლიო

ჩინეთი რუსეთთან ერთად სექტემბერში North-Joint 2024-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიზანი ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის "სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება" და "უსაფრთხოების საფრთხეებთან ერთობლივი ბრძოლის უნარის გაძლიერება" იქნება.

როგორც დაანონსდა, ორივე ქვეყნის საზღვაო ძალები და სამხედრო ავიაცია მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში რუსეთის სანაპიროსთან, იაპონიის და ოხოტის ზღვაში. ერთობლივი საზღვაო პატრული გაიგზავნება "წყნარი ოკეანის მნიშვნელოვან საზღვაო რაიონებში."

გარდა ამისა, ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სტრატეგიულ წვრთნებში "ოკეან-2024", რომლის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, რუსეთი და ჩინეთი აძლიერებენ ეკონომიკურ, დიპლომატიურ და თავდაცვით თანამშრომლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S