პარტია "ჩვენ" სალომე ზურაბიშვილის "ქართულ ქარტიას" უერთდება
11/09/2024 09:22:25 პოლიტიკა
პოლიტიკური პარტია "ჩვენ" პრეზიდენტის ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიასთან შეერთების მიზნით მიმართავს. პარტიის ლიდერ დავით ქაცარავას განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების წინ კონსოლიდირებული მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
"ამ წუთას დასრულდა ჩემი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, ქალბატონ ნათია სულავასთან. პირველი ინიციატივა გახლდათ ქართულ ქარტიასთან, შემოერთებასთან დაკავშირებით, იქნება შესრულებული და ჩვენ შევძლებთ, რომ შევუერთდეთ ქართულ ქარტიას.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ოპოზიციური სპექტრის, ანუ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობას, ერთიანი სიის სახით, რომლის პრეზენტაციაც ხვალ გაიმართება ჩვენ ოფისში. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია არის შემდეგი, ერთობა ერთობის გარეშე. ანუ ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი, მაგრამ ერთიანი სიის გარეშე", – განაცხადა პდავით ქაცარავამ.


