
ლიეტუვის პრეზიდენტმა კიევში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი გახსნა
11/09/2024 13:09:15 მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კიევში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი გახსნა, სადაც ხელი მოეწერა ლიეტუვისა და უკრაინის თანამშრომლობის მემორანდუმს.
"კიევში გაიხსნა თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს ლიეტუვისა და უკრაინის თანამშრომლობის შესახებ. თავდაცვის ინდუსტრიაში დასაქმება იზრდება. მაღალტექნოლოგიური ინჟინერია ხელს უწყობს ბრძოლის ველზე თანამედროვე გადაწყვეტილებების შემუშავებას. ერთიანი ძალისხმევა უკრაინის გამარჯვებამდე მიგვიყვანს", - წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.
დღეს კიევში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ–მინისტრი ევიკა სილინა ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი.