
ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, რომელიც ჯავშანტრანსპორტიორებსაც მოიცავს
11/09/2024 13:38:29 მსოფლიო
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი.
უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, კიევში დღევანდელ შეხვედრაზე სილინამ გამოაცხადა კიდევ ერთი სამხედრო პაკეტი, რომელიც მოიცავს ჯავშანტრანსპორტიორებს.
„ლატვია თანმიმდევრულად უჭერს მხარს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და არის ჩვენი საიმედო მოკავშირე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა შმიგალმა.
ლატვიის მთავრობის მეთაური ევიკა სილინა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში იმყოფებიან.