Accentnews.ge
ირანი რუსეთისთვის რაკეტების გადაცემას უარყოფს

ირანი რუსეთისთვის რაკეტების გადაცემას უარყოფს

11/09/2024 13:47:49 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გაუგზავნია.

"გავნმეორდები კიდევ ერთხელ, აშშ და E3 (გერმანია,საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) გაუმართავი დაზვერვისა და მცდარ ლოგიკაზე დაყრდნობით მოქმედებს. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გადაუცია. წერტილი. სანქციები გამოსავალი კი არა, პრობლემის ნაწილია". - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ამავდროულად, კრემლმა არ უარყო, რომ რუსეთმა ირანისგან მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმა ირანიდან და რუსეთიდან ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს სანქციები დაუწესეს. მიზეზი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების პროცესებში აღნიშნული სუბიექტების პირდაპირი მონაწილეობაა.

როგორც სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზში წერია, ორგანოს მიერ სანქცირებულთა სიაში 10 ფიზიკური პირი, 6 იურიდიული სუბიექტი და 4 გემია, რომელთა მეშვეობითაც თეირანი მოსკოვს იარაღთა სისტემებს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებსა (დრონებს) და მოკლე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს აწვდის.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ ზომებს, იმავე მიზეზით დასანქცირდა 3 ირანული იურიდიული სუბიექტი და "ბლოკირებულ საკუთრებად" კლასიფიცირდა 5 გემი.

ორივე დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაშია ირანული ავიაკომპანია Iran Air, რომელიც როგორც კომერციულ, ისე გადამზიდ ფრენებს ახორციელებს. იტყობინებიან, რომ აღნიშნული ავიაკომპანია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა (IRGC) და ირანის თავდაცვის სამინისტროს დავალებით დიდი ხანია, სხვადასხვა საქონელს ტრანსპორტირებას ახორციელებს პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის, სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის.

10 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S