ვოლსკი სენატორების წერილს „მეგობრულ ცეცხლს“ უწოდებს

30-01-2020 14:25:08 ციტატა

„არის საკითხები, რომელიც მომაგონებს ტერმინს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება – ამას „მეგობრული ცეცხლი“ ჰქვია, როდესაც უნებლიედ მეგობარი მეგობარს აზიანებს. ვფიქრობ, თემა, რასაც ქართულ–ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები ჰქვია, მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი არაა: ესაა რეგიონის ინტერესი, ესაა ჩვენი, ორივეს [საქართველოს და ამერიკის] ინტერსი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება“.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ სენატორების მიერ საქართველოს პრემიერ–მინისტრისთვის გაგზავნილი კრიტიკული წერილის შეფასებისას განაცხადა.

ცნობისთვის: ბოლო ერთი კვირაა, საქართველოს მთავრობა კონგრესმენებისა და სენატორებისგან კრიტიკულ წერილებს იღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები