Accentnews.ge
სტრელკოვს ომში გაგზავნაზე უარი უთხრეს

სტრელკოვს ომში გაგზავნაზე უარი უთხრეს

11/09/2024 14:59:22 მსოფლიო

ექსტრემისტული მოწოდებებისთვის გასამართლებულ იგორ სტრელკოვს (გირკინს) უარი უთხრეს უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნაზე. ამის შესახებ მისმა მეუღლემ - მიროსლავა რეგინსკაიამ განაცხადა.

მან წაიკითხა ქმრის მიერ გამოგზავნილი წერილიდან ციტატა, რომელშიც გირკინი ჩივის, რომ სამხედრო კომისარიატში არც კი მიიღეს მისი განცხადება იმ მოტივით, რომ „პოლკოვნიკები არ სჭირდებათ“.

ექსტრემიზმისკენ მოწოდებების საქმესთან დაკავშირებით, 2024 წლის იანვრის ბოლოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2022 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ექსტრემიზმის მუხლებით მსჯავრდადებულთა გაგზავნას საბრძოლო მოქმედებების ზონაში.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდადებული ფრონტზე გაგზავნას ითხოვდა. აგვისტოს ბოლოს სტრელკოვის ცოლმა თქვა, რომ სტრელკოვი კოლონიაში აღრიცხვაზე აიყვანეს, როგორც "გაქცევისკენ მიდრეკილი."

სტრელკოვს ნიდერლანდში დაუსწრებლად მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა მალაიზიის ავიახაზების Boeing-ის (რეისი MH-17) ავიაკატასტროფის საქმეზე, რომელსაც თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა. ის ბრალს არ აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S