Accentnews.ge
ბაიდენი, ჰარისი და ტრამპი 11 სექტემბრის მემორიალთან ცერემონიას ერთად დაესწრნენ

ბაიდენი, ჰარისი და ტრამპი 11 სექტემბრის მემორიალთან ცერემონიას ერთად დაესწრნენ

11/09/2024 15:02:43 მსოფლიო

11 სექტემბრის მემორიალთან ამერიკის მოქმედი პრეზიდენტ ჯო ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი და ექსპრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს და ცერემონიას ერთად დაესწრნენ,- იტყობინება „როიტერი“.

დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სენატორი ჯეიმს დეივიდ ვენსი ტრაგედიის ადგილზე დილის 8 საათზე მივიდნენ. ხოლო ნახევარი საათის შემდეგ - ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი.

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 23 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S