Accentnews.ge
ბლინკენმა უკრაინისთვის დამატებით $717 მილიონის დახმარების პაკეტი გამოაცხადა

ბლინკენმა უკრაინისთვის დამატებით $717 მილიონის დახმარების პაკეტი გამოაცხადა

11/09/2024 17:27:55 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა დამატებით 717 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინისთვის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს კიევში განაცხადა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, ეს $700 მილიონზე მეტი მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ნაღმებისგან გაწმენდას.

შეერთებული შტატები უკრაინის ენერგიის აღსადგენად რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ კიევს გადასცემს 325 მილიონ დოლარს, გარდა იმ 500 მილიონი დოლარისა, რომელსაც უკვე დაპირდა ზაფხულის დასაწყისში სამშვიდობო სამიტზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე თითქმის 290 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

შეერთებული შტატები უკრაინის ტერიტორიების განაღმვისთვის 102 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S