Accentnews.ge
მედია: უხანიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთი გამოიყვანს

მედია: უხანიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთი გამოიყვანს

30/01/2020 11:24:10 საზოგადოება

თურქეთი ჩინეთიდან საკუთარ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის და ალბანეთის მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ამავე წყაროს ცნობით, თურქული თვითმფრინავი ქვეყანას დღეს დატოვებს. თვითმფრინავში წარმოდგენილი იქნებიან ეპიდემიოლოგებიც.

„გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება, თუმცა რიგ მათგანს ქალაქის დატოვება არ სურს.

მაგალითად, ნინი დავლიანიძე, რომელიც უჰანში ცხოვრობს და მუშაობს, ევაკუაციის წინააღმდეგია.

„მე კატეგორიულად არ მინდა წამოსვლა, ახლა საქართველოში რომ დავბრუნდე, ვირზე შემჯდარი მარიტასავით ვიქნები, ტალახს მესვრიან და არ ვარ მორალურად ამისთვის მზად. ასევე, რამდენადაც ვიცი, პირდაპირ საქართველოში ევაკუაცია არ მოხდება, ჯერ მეგობარ ქვეყანაში გადაგვიყვანენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელი ქვეყანა იქნება ეს. იქ თოთხმეტდღიან კარანტინში უნდა ვიყო, მე ახლაც კარანტინში ვარ, ვზივარ [სახლში] იზოლირებული, გზაში კი მომიწევს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა. 20 ადამიანიც რომ იყოს, ჩემთვის ეს საფრთხის შემცველია, რადგან არ ვიცი, ეს ადამიანები როგორ ცხოვრობდნენ, იყვნენ თუ არა აქამდე იზოლირებულები. ახლა უფრო უსაფრთხოდ ვარ, ვიდრე ხალხთან მგზავრობა და კარანტინში მათთან ერთად ცხოვრება იქნება“, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ დავლიანიძემ.

კითხვით დღეს ჟურნალისტებმა საქარტველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს მიმართეს.

„საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ, მეც ვარ ჩართული, მაქვს კონტაქტი საქართველოს ელჩთან ჩინეთში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომ ეს ადამიანები ნებაყოფლობით გამოვიყვანოთ. რამდენიმე დიდმა ქვეყანამ განაცხადა თავისი მოქალაქეების გაყვანასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, გაიყვანა ნაწილობრივ მხოლოდ იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თუმცა, არა სრულად. ასევე, ემზადება გერმანია, თურქეთი და რამდენიმე დიდი ქვეყანა. მიდის მოლაპარაკებები. ჩინეთის მხარე ითხოვს, რომ ეს ადამიანები გაყვანის შემდეგ 14-დღიან კარანტინში იყვნენ”, - უპასუხა კითხვას გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S