Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ერთ დღეში რუსული თვითმფრინავი და 73 საარტილერიო სისტემა გავანადგურეთ

უკრაინის გენშტაბი: ერთ დღეში რუსული თვითმფრინავი და 73 საარტილერიო სისტემა გავანადგურეთ

12/09/2024 06:10:49 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 630 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მისი ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 1 270 ოკუპანტი, 1 თვითმფრინავი, 11 ტანკი და 73 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.

ამასთან, გენშტაბის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 8 653 ტანკს, 16 955 ჯავშანტექნიკას, 18 009 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 369 საბრძოლო თვითმფრინავს და 328 ვერტმფრენს, 24 481 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 28 გემს/ნავს, 15 033 უპილოტო საფრენ აპარატს, 3 061 ერთეულ სპეცტექნიკას და 2 591 ფრთოსან რაკეტას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S