12-09-2024 10:57:46 მსოფლიო
მოსკოვში ტელეჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე გარდაიცვალა.
სვანიძე 69 წლის იყო. ბოლო წლებში მძიმედ დაავადდა: მას ცერებრალური იშემიის დიაგნოზი დაუსვეს.
სვანიძე იყო სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების ტელეწამყვანი. 2013 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა რადიოსადგურ Silver Rain-ში, სადაც ასევე მიჰყავდა საინფორმაციო და ისტორიული გადაცემები.
2022 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სვანიძე ადამიანის უფლებათა საბჭოდან სხვა უფლებადამცველებთან და ჟურნალისტებთან ერთად გარიცხა. მათ ნაცვლად პუტინმა საბჭოში დაამატა ადამიანები, რომლებიც რუსეთში ომის მხარდამჭერ დღის წესრიგს უწყობდნენ ხელს.
2022 წლის დეკემბერში სვანიძე გაათავისუფლეს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მასმედიის და რეკლამის ინსტიტუტის დირექტორის პოსტიდან, რომელიც მას 12 წლის განმავლობაში ეკავა.