
რუსეთში მასშტაბური ხანძარია
12/09/2024 10:17:44 მსოფლიო
ომსკის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარი გაჩნდა დიდ სამხედრო საწარმოში Omsktransmash. ომსკის ოლქის გუბერნატორის ვიტალი ხოცენკოს განცხადებით, რემონტის დროს ერთ-ერთი სახელოსნოს სახურავს გაუჩნდა ცეცხლი.
რეგიონის ხელმძღვანელმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, მხოლოდ განმარტა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
Omsktransmash არის Uralvagonzavod კონცერნის ნაწილი და ასევე ასრულებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებს. კერძოდ, კომპანია აწარმოებს ტანკებსა და სისტემებს „სოლნცეპეკ“.