Accentnews.ge
რუსეთში, ომსკის ოლქში იწვის ქარხანა, რომელიც ტანკებს და ცეცხლსასროლ სისტემებს აწარმოებს

რუსეთში, ომსკის ოლქში იწვის ქარხანა, რომელიც ტანკებს და ცეცხლსასროლ სისტემებს აწარმოებს

12/09/2024 10:16:52 მსოფლიო

რუსეთის ომსკის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარი გაჩნდა დიდ თავდაცვის ქარხანა "Омсктрансмаш"–ში. გუბერნატორის ვიტალი ხოცენკოს განცხადებით, "ცეცხლი ერთ-ერთ სახელოსნოს სახურავს რემონტის დროს გაუჩნდა".

რეგიონის ხელმძღვანელმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, მან თქვა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.

"თავად ქარხანაში აცხადებენ, რომ სახურავს ცეცხლი გაუჩნდა და "ინციდენტს არანაირი გავლენა არ ჰქონია" წარმოების პროცესზე", –იუწყება ომსკის საინფორმაციო არხი Om1.ru.

"Омсктрансмаш" არის "ურალვაგონზავოდის" ნაწილი და თავდაცვის უწყების ბრძანებებსაც ასრულებს, კერძოდ, კომპანია აწარმოებს ტანკებსა და ცეცხლსასროლ სისტემას "Солнцепёк".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S